ბათუმში, კლუბ “სოჰოში” ლელა წურწუმიას კონცერტი გაიმართა.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც, ლელას კონცერტს უამრავი ადამიანი დაესწრო.

რაღა თქმა უნდა, ცნობილ მომღერალთან ერთად სცენაზე იდგა ბენდი “ნონ სტოპი”. ასევე, დამსწრე საზოგადოებას დუეტი “ჯორჯიას” მოსმენის შესაძლებლობაც მიეცა.

გასაკვირი არ არის, რომ კონცერტმა, სადაც ლელამ ოქროს ჰიტები იმღერა, სრული ანშლაგით ჩაიარა.

“12 აგვისტოს საგიჟეთი,” – ასე ასათაურებს ლელას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი აღნიშნულ საღამოს.

მამულიჩა სოციალურ ქსელში კონცერტზე გადაღებულ კადრებსაც გვიზიარებს.

“უყვარს პუბლიკას ლელა და ეს სიყვარული დამსახურებულია” – აღნიშნავენ კომენტარებში.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები