“დღეს ევროპისთვის კარგი დღეა, ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

მიშელი: ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროპული ოჯახის ნაწილი არიან და დღეს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა:

“დღეს კარგი დღეა ევროპისთვის. ვულოცავ პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ სანდუს და პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს. თქვენი ქვეყნები არიან ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილი, დღეს ლიდერების ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ეს დაადასტურა.

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ლიდერებმა მხარი დაუჭირეს ჩვენს შეხედულებებს. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს – ყველას აქვთ საქმე, ვიდრე შემდეგ ეტაპზე გადავლენ ვიცი, რომ სწრაფად იმოქმედებენ. მათ იციან, რამდენად გადამწყვეტია ეს მათი დემოკრატიებისთვის, ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის.

ეს გადაწყვეტილება ყველას გვაძლიერებს. ეს გადაწყვეტილება აძლიერებს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რუსული იმპერიალიზმის წინაშე. ეს აძლიერებს ევროპას, რადგან კიდევ ერთხელ აჩვენებს სამყაროს, რომ ჩვენ ერთიანები ვართ საგარეო საგრთხეების წინაშე”, – წერს ფონ დერ ლაიენი.

 

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები