უკრაინელებმა რუსი ოკუპანტებისგან 5 მაისიდან დღემდე, ხარკოვის მიმართულებით უკვე 23 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსეი გრომოვმა განაცხადა.

„ხარკოვის მიმართულებაზე ჩვენი ჯარის მოქმედების შედეგად 5 მაისიდან 23 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. მოწინააღმდეგე გაძლიერებულად ხსნის ცეცხლს, ცდილობს ჩვენი ჯარის შეტევის შეჩერებას”, – განაცხადა გრომოვმა.

რუსეთი ცდილობს თავისი „wunderwaffe“-ის პოვნას, ეს ყველაფერი აშკარად მიუთითებს შეჭრის სრულ მარცხზე – ზელენსკი

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები