“ის ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს ბრძოლაში. მიხეილ სააკაშვილი, სადაც უნდა იყოს, რა პასპორტიც უნდა ჰქონდეს, ყოველთვის იქნება ჩართული ქართულ პოლიტიკაში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა იმსითვის, რომ ციხეში ჩამჯდარიყო, არამედ “ჩამოვიდა იმისთვის, რომ მოსახლეობას ხელისუფლების ცვლილებაში დახმარებოდა”:

“ბუნებრივია, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება საზოგადოებრივ კომიტეტს, ყველა ინდივიდუალურად გადაწყვეტს, ყველა პარტია შეუერთდება თუ არა ამ კომიტეტს, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სერიოზული ამოცანა და ეს არის მიხეილ სააკაშვილის ამოცანაც. ჩვენ უნდა მივიდეთ ამ ბრძოლის შედეგად ვადამდელ არჩევნებამდე და ბუნებრივია, ყველამ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი.

მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ თქვა და გუშინდელ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არ აპირებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ რაიმე თანამდებობაზე ქონდეს პრეტენზია.

ის ჩამოვიდა საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაეხმაროს ქართველ ხალხს ბრძოლაში. მიხეილ სააკაშვილი, სადაც არ უნდა იყოს, რა პასპორტიც არ უნდა ქონდეს, ის ყოველთვის იქნება ჩართული ქართულ პოლიტიკაში. ასეთი მასშტაბის პოლიტიკოსის განცხადება და მისი მოქმედება ყოველთვის ახდენს გავლენას, მით უმეტეს, მის მშობლიურ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში”,  – განახცადა უდუმაშვილმა.

უმჯობესი იქნება, ჩემს გათავისუფლების კამპანიაზე იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა – საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში: მიხეილ სააკაშვილი

ხერხეულიძე: უკრაინაში დასაბრუნებლად გაიარა ჯოჯოხეთი? ამხელა თავგანწირვის ფონზე მიშასთვის მხოლოდ მკურნალობის უფლების მოპოვება დიდი უსამართლობა მგონია

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები