ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრ მურახოვსკი ტყეში ნადირობისას დაიკარგა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მურახოვსკს უკვე ორი დღეა რაც ეძებენ. ის თვეების წინ, ომსკში იმ კლინიკის მთავარი ექიმი იყო, სადაც მოწამლული ალექსეი ნავალნი მიიყვანეს და უმკურნალეს.

მოგვიანებით, 2020 წლის ნოემბერში ის დააწინაურეს და ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრად დანიშნეს.

როგორც რუსული მედიასაშუალებები წერენ, წინასწარი ინფორმაციით, 7 მაისს მურახოვსკი სანადირო ბაზიდან კვადროციკლით ტყეში წავიდა ტყეში წავიდა, რის შემდეგაც ის არავის უნახავ.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები