თუშეთში საცხენოსნო ტურიზმი ვითარდება  – პროექტ USAID/Zrda-ს მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ გადამზადდა 12 საცხენოსნო ტურ-გიდი, რომელთაც Zrda-ს მხარდაჭერით სერტიფიცირება გაიარეს თბილისსა და საფრანგეთში, ასევე გიდებს გადაეცათ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული სრული საცხენოსნო ეკიპირება.

აღსანიშნავია, რომ თუშეთში ტურისტული სეზონი მაისის ბოლოს გაიხსნა და თუშეთის ეროვნული პარკი პირველ ვიზიტორებს ელოდება.

ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ომალოში მდებარეობს, სადაც სასურველი ტურის დაგეგმვა, განთავსება და ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი ყველა არსებული მომსახურების შესახებ. თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტები საშუალებას აძლევს ვიზიტორს, თითქმის სრულად დაათვალიეროს და დატკბეს უნიკალური ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებით.

ეროვნულ პარკში მოგზაურობა შესაძლებელია ყველა იმ რეგულაციის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.

თუშეთში, დიდთოვლობის გამო, ტურისტული სეზონი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება, მაისის ბოლოდან – ოქტომბრის ჩათვლით.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები