CNN-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქში დამცირების და შეურაცხყოფის მიზნით ტერმინის ,,არალეგალები“ გამოყენება, ინგლისური ენის არ ცოდნისთვის უცხოელთა დისკრედიტაცია და საიმიგრაციო სამსახურის გამოძახებით მუქარა აიკრძალა. ახალი წესის დაცვა, რომლის უგულველყოფა 250 ათასი დოლარით ჯარიმდება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ნებისმიერ სამსახურში და სახლშია სავალდებულო.

ქალაქის მერიის განცხადებით, მსგავსი წესის მიღება მიგრანტთა მიმართ იმ ქსენოფობიური გამოხდომების აღსაკვეთად გახდა საჭირო, რომელიც ფედერალური მთავრობის მოწოდებებმა გამოიწვია. შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრო „უცხოელის“ ტერმინით ნებისმიერ პირს მოიხსენიებს, ვინც არ ცხოვრობს და არაა შეერთებული შტატების მოქალაქე, 29-გვერდიან ახალი დირექტივაში კი, დეტალურადაა აღწერილი „უცხოელის“ სტატუსის მქონე პირის დისკრედიტაციის ყველა ჰიპოთეტური შემთხვევა.

მსგავსი თემები