ხვალიდან, 19 ოქტომბრიდან უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები ლაბორატორიულ და პრაქტიკულ ლექციებს აუდიტორიებში განაახლებენ. უნივერსიტეტებში აუდიტორიებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ვერ გასცემს პასუხს გადაწყვეტილების რომელი ვარიანტი სჯობია, რადგან მისი თქმით, ის კლინიცისტია და არა ინფექციონისტი, ვინც მსგავსი რისკები უნდა შეაფასოს, თუმცა ამასთან, ცერცვაძე აღნიშნავს, რომ თუ რესტორანსა და კაფებარებში ადამიანების შეკრება საშიშია, გარკვეულწილად, უნვიერსიტეტებშიც არის რისკები:

ჩვენ უნდა წავიდეთ უნივერსიტეტში, სადაც ადამიანების ნაწილი საავდმყოფოებში მუშაობს და პოტენციური მატარებლები არიან: თსსუ-ის სტუდენტი

გაგვცენ პასუხი – რატომ იხსნება უნივერსიტეტები ხვალ, რატომ ტარდება არჩევნები,, როცა დღეს თითქმის 1200 შემთხვევა გვაქვს: კვესიტაძე

“რაც შეეხება 10 საათის შემდეგ რესტორნების შეზრუდვას, ეს არის გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ არა ისეტი, რომ ქვეყანას დიდი პრობლემები შეუქმნას. რაც შეეხება სწავლის განახლებას უმარლეს საწავლებლებში, აქ განსხვავებული მოსაზრებებია. სტუდენტებშიც არ არის ერთი აზრი.

არ არის ეს იოლი გადასაწყვეტი. რომელი ვარიანტი ჯობია, ვერ გაგცემთ პასუხს იმიტომ რომ მე კლინიცისტი ვარ და ეს ეპიდემიოლოგების გადასაწყვეტია. როგორც გითხრათ, თუ რესტორანი საშიშია, გარკვეულწილად, უნივერსიტეტიც საშიშია. ახლა ისეთ ისიტუაციაში ვარტ, ზოგჯერ არჩევანი გიხდება ცუდსა და უარესს შორის” – ამბობს თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია “პირველთან”.

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნას, ცერცვაძე ამბობს, რომ უწყებაში სერიოზული მობილიზაციაა გამოცხადებული.

“3 000-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში სამინისტრო აცხადებს, რომ კიდევ ამავე რაოდენობის საწოლის გამოთავისუფლება შეუძლია. ექიმების ნაკლებობა არ არის და ჯერჯერობით, ამ გაზრდილ დატვირთვას სისტემა უმკლავდება”- თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა, უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ: ენდელაძე

“დავინდოთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები…” – ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში დადასტურდა

მსგავსი თემები