11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ მანდატების გაუქმებაზე მემორანდუმს მოაწერა ხელი.

როგორც ცნობილია, ხელი სამ დოკუმენტს მოეწერა.

ესენია:

  1. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ;
  2. ბარიერგადალახული პარტიების მემორანდუმი პარტიული სიების გამოწვევასთან დაკავშირებით – მას შემდეგ, რაც პარლამენტი ყველა დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს, ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიმართავენ, რომ სიები ჩახსნას;
  3. სიმბოლური განცხადება-მემორანდუმი იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებიც უარს ამბობენ მანდატზე ამ მოწვევის პარლამენტში;

 

საჯარო ხელმოწერა: ოპოზიციის წევრები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ

გაგაცნობთ თუ, რა წერია სიის გაწვევის/განულების შესახებ მემორანდუმში:

”პოლიტიკური პარტიები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს შედეგების მიხედვით გადავლახეთ დაწესებული ბარიერი და მოვხვდით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მივიჩნევთ, რომ არჩევნები გაყალბდა ქართული ოცნების მიერ და ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას”.

აღსანიშნავია, რომ სიებს არ გაიწვევენ ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და „გირჩი“. თუმცა აცხადებენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და თუ მოლაპარაკებები შედეგს არ მოიტანს, პარლამენტში არ იქნებიან.

”გირჩი უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს – ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, გირჩის ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე”, – აღნიშნულია ”გირჩის” ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა პარლამენტის პირველ შეკრებამდე: აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია

პარლამენტის მანდატი არჩევნების ოფიციალური შედეგებით 60-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო.

მემორანდუმებს ხელი მოაწერეს შემდეგმა ბარიერგადალახულმა პარტიებმა და ბლოკებმა:

  • ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია”
  • ”ევროპული საქართველო”
  • ”ლეიბორისტული მოძრაობა”
  • ”სტრატეგია აღმაშენებელი”
  • ”ლელო”

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერებმა მემორანდუმებს ხელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში მოაწერეს.

 

“მონა! მონა!” – დეპუტატები პარლამენტში სირცხვილის დერეფნისა და კომუნისტური სიმღერის ფონზე შედიან

ნანკა ქოქიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები