1 ივლისიდან ტრენინგ ცენტრები გაიხსნება.

რაც შეეხება აუზებისა და ფიტნეს დარბაზების გახსნას-ამის შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო უახლოეს პერიოდში მიიღებს.

„რაც შეეხება აუზებისა და ფიტნესების საქმიანობას, ჩვენ ამ დარგთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია და მათთან საბოლოოდ დასკვნით ფაზაში ვართ, რომ შევაჯეროთ ისეთი რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც მათ შეეძლებათ და ამასთანავე მაქსიმალურ პრევენციას გაითვალისწინებენ და საკოორდინაციო საბჭოზე უახლოეს პერიოდში გადაწყდება ის თარიღი, თუ როდის შეძლებენ ისინი ოპერირებას. რეკომენდაციები იქნება: სადეზინფექციო სამუშაოები, შეზლონგების გამოყენებისას შესაბამისი დეზინფექციის განხორციელება ყოველი გამოყენების შემდგომ, ასევე პირსახოცები, რომელიც ერთჯერად შეფუთვაში უნდა იყოს და შესაბამისი რეცხვის პროტოკოლები იქნება, გაწერილი რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას“-განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ.

სოფო ნამორაძე
ავტორი
რეკლამა: 0:05