ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას ერთადერთი ქალიშვილი, მოცეკვავე თინათინ წულაძე ახლახან დედა გახდა. მისი ვაჟი უკვე ერთი თვის გახდა. შვილს ანდრო დაარქვა მეუღლის მამის პატივსაცემად.

თინათინ წულაძე ჟურნალ „გზას“ დედობის მშვენიერ გრძნობაზე ესაუბრა.

თინათინი:

„ჩემი მეუღლე მშობიარობას დაესწრო. მშობიარობა რომ დამეწყო, პირველი წუთიდან ბავშვის დაბადებამდე სულ ჩემთან იყო. ეს ჩემთვის გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი. გიორგი ძალიან ყოჩაღად და მაგრად იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნერვიულობდა, მე არ მაგრძნობინებდა და სულ მამხნევებდა. ფიზიოლოგიურად ვიმშობიარე და საშინელი ტკივილი მქონდა. ყველა კაცმა უნდა ნახოს და შეიგრძნოს, როგორი ბრძოლაა სიცოცხლისთვის, როგორი საოცრებაა ის წუთი, როცა ახალი სიცოცხლე სამყაროს ევლინება და ის მისი შვილია. ამ წუთს მამებისთვის კიდევ სხვაგვარი განცდები მოაქვს. თავად კმაყოფილია, ჩემ გვერდით ყოფნა რომ შეძლო…“

როგორც თინათინი ამბობს, მთელი ფეხმძიმობა მას მეუღლე, დედა და მამა ძალიან უფრთხილდებოდნენ და ანებივრებდნენ. რაც შეეხება მამას, მას შვილიშვილი გოგონა უნდოდა: „კი, შვილიშვილი გოგო უნდოდა, ალბათ იმიტომ, რომ თავადაც გოგოს მამაა და მაშინელი ემოცია ახსოვს…“

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები