ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსის გიორგი ბერიძის თქმით, ის თავს მხნედ გრძნობს და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს თვალს ინტერნეტით ადევნებს. ინფორმაციას “დაიჯესტი” ავრცელებს.

„ფაქტობრივად, თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინდელი დღის შემდეგ არ შეცვლილა. დინამიკაში იგივე სურათია. ველოდებით მომდევნო დღეს და ვიმედოვნებთ, რომ უკეთესი შედეგი გვექნება. მხნედ გრძნობს თავს, შემართებითაა და ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციას ინტერნეტით ადევნებს თვალს.

რემდესივირი გადაუსხეს. უცხოეთიდან გამოუგზავნეს ახლობლებმა, რომლებსაც მასზე და ქვეყანაზე გული შესტკივათ.

დღის პირველ ნახევარში შედარებით დაბალი აქვს ტემპერატურა, მეორე ნახევარში მაღლა უწევს. გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვის შესახებ არაფერი უთქვამს, ვერც ვკითხე…

რაც შეეხება მის მეუღლეს ანა თოფურიას, დღის განმავლობაში თავს უსიმპტომოდ გრძნობს, საღამოობით კი აქვს ტემპერატურა 37.1-37.2. ასევე, აქვს უმნიშვნელო დისკომფორტი სახსრებისა და ყელის ტკივილის გამო, თუმცა მსუბუქი ფორმაა“.

შეგახსენებთ, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ინფექციონისტს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები