თემურ თათარაშვილი „პრაიმშოუს“ ქალიშვილთან, მარისთან ერთად ესტუმრა და მამაშვილობის შესახებ ისაუბრა.

თემურ თათარაშვილი:

„სამწუხაროდ, ჩემსა და მარის შორის ზღვარი არ არის. ზოგჯერ ისეთ რაღაცას მთხოვდა, სკოლაში რომ სწავლობდა, ვთხოვდი, დედას დაურეკე-მეთქი. რამდენიმე წლის წინ დასასვენებლად ესპანეთში ვიყავით, მე მოსკოვიდან გადავფრინდი, ის თბილისიდან ჩამოვიდა. უკვე შვილი ჰყავდა. სიგარეტს ეწეოდა და მთხოვა, შენთან ერთად მოვწევო. რამდენიმე დღის შემდეგ სუფრასთან ვისხედით, მეგობრებთან ერთად. ჩემი მეგობრის ცოლი სურათს იღებდა და მარიმ სთხოვა, არ გადამიღო სიგარეტით ხელში, დედაჩემმა არ ნახოსო. ვკითხე, დედაშენის გერიდება და ჩემი არა-მეთქი? ასეთი მამაშვილობა გვაქვს, ზოგჯერ ზღვარს გადასული…

მარი:

სხვათა შორის, თემურის რიდი უფრო მაქვს, ვიდრე დედის, რადგან ნინომ უფრო მეტი იცის ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ვიდრე თემურმა.

რაც შეეხება რჩევებს – უმეტესად, თუ პოლიტიკურ თემაზე რაღაც სტატუსს დადებს, ვეუბნები, წაშალე-მეთქი, ან ვეუბნები ხოლმე, ბოდიშით და – „დაიკიდე“-მეთქი, მაგრამ იმ სტატუსებს მაინც არ შლის…

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები