სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით,  ტელეკომპანიის ოპერატორი, ლევან აბლოთია ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულის მოაჯირიდან გადმოაგდეს.

„მივედით „ქართული ოცნების“ შტაბში, ქარელში. თავიდანვე აგრესიულად შეგვხვდნენ, იყო ფიზიკური დაპირისპირება გაწევ-გამოწევა, ყველაფერი გადაღებულია. გადმოისროლეს მართლა. პოლიცია მოვიდა ძალიან გვიან. ჩემზეც იყო ფიზიკური ზეწოლა“, – განაცხადა ყორშიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის” ცნობით, მათი ოპერატორი „ქართული ოცნების” ქარელის ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდეს. ოპერატორის გადმოგდების ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

 

მსგავსი თემები