გერმანიაში, ქალაქ ჰალეს ქუჩაში სროლა იყო – გარდაცვლილია ორი ადამიანი. შემთხვევა სინაგოგასთან ახლოს მოხდა.

გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც. ქალაქში დროებით შეწყდა სარკინიგზო მოძრაობა.

პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

“რამდენიმე სროლა იყო. დარჩით უსაფრთხოდ სადაც ხართ. ჩვენ ადგილზე ვიძიებთ სიტუაციას და მის დასტაბილურებას ვცდილობთ,” – მიმართავს პოლიცია ადგილობრივებს და ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს შესაძლოა თუ არა შემთხვევა ტერაქტი იყოს.

ინციდენტი იომ-ქიფურის დღესასწაულს დაემთხვა, რომელიც იუდაიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღეა – მარხვის, აღსარებისა და ცოდვების მიტევების დღე.

თვითმხილველები

შემთხვევის ადგილთან ახლოს, მაღაზიაში დასაქმებულები ამბობენ რომ მათ რამდენიმე სროლის ხმა გაიგეს. ისინი ასევე საუბრობენ ნაცრისფერ ავტომობილზე, რომელიც დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა.

 

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები