თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დამფუძნებელი, სოფო ჭყონია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ჭყონია წერს, მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მოდის სახლი საქართველოში გადაღებებს გეგმავდა, თუმცა დღეს, მათ გადაღება გააუქმეს. მიზეზი ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური გარემოა.

“მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დიდ მოდის სახლს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდა გადაღება საქართველოში, კერძოდ სვანეთში. ეს გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო. ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ პროექტზე. დღეს მათ გადაღება საქართველოში გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო. ძალიან სამწუხაროა!”-წერს სოფო ჭყონია.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები