სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტები, მავთულხლართებს სოფლის მინდვრებში ავლებენ. მათ ბორდერიზაციის პროცესი გააგრძელეს.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სამუშაოებს ოკუპანტები ღამის პერიოდში აწარმოებენ.

ფაქტს ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მიმდინარე წლის 12-23 ნოემბრის პერიოდში დაფიქსირდა.

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები