რატომ არის სწორად შერჩეული სკოლა მნიშვნელოვანი, როგორ უნდა შეარჩიოთ სკოლა თქვენი შვილებისთვის და აკმაყოფილებენ თუ არა კერძო სკოლები სტანდარტებს – გადაცემის ,,7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თინათინ ზენაიშვილი და ორგანიზაციის “მშობლები განათლებისთვის” აღმასრულებელი დირექტორი მეგი კავთუაშვილი.

რატომ არის სწორად შერჩეული სკოლა მნიშვნელოვანი?

თინათინ ზენაიშვილი:

ადამიანების პიროვნებად ჩამოყალიბება მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს. სამი მთავარი რგოლი, სადაც პიროვნების ფორმირება ხდება არის: ოჯახი–სკოლა–საზოგადოება. ოჯახი და სკოლა ვალდებულია დაეხმაროს შვილს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვაში, სწორედ ესაა მისი წარმატებულობის საწინდარი. სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვს საკუთარი თავის შეცნობაში, მისი ინტერესების აღმოჩენაში და სწორად წარმართვაში. მოტივაცია უნდა იყოს მისი ინტერესები, მისწრაფებები და არა მისი ნიშნები.

სკოლის მიერ განხორციელებული აღზრდა და სწავლება განსაზღვრავს ინდივიდის მომავალი ცხოვრების ზუსტ მოდელს, ბავშვობაში ჩამოყალიბებული თვითშეფასება ძალიან მდგრადია და თითქმის უცვლელი რჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. სკოლამ უნდა ასწავლოს დამოუკიდებლობა, თვითკონტროლი და სიმამაცე. „კარგი“ სკოლა შუამავალი უნდა იყოს ოჯახსა და გარემომცველ ფართო სამყაროს შორის. მას შეუძლია ადრეულ ასაკში დაშვებული შეცდომების კომპენსირება. ის უნდა იყოს ადგილი, სადაც არა მხოლოდ წიგნებით აძლევენ ცოდნას, არამედ ასწავლიან ცხოვრების ცოდნის  ხელოვნებას.

მეგი კავთუაშვილი:

დასაწყისშივე ვიტყვი, რომ დღევანდელი საჯარო სკოლა ღარიბია და ცენტრალურ ხელისუფლებაზე იმდენად დამოკიდებული, რომ სკოლის ადმინისტრაციას არ შეუძლია მოაწყოს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და არ შეუძლია დაიქირაოს ისეთი მასწავლებლები, რომლებიც აკმაყოფილებენ უმაღლეს სტანდარტებს. სისტემაში შედის 2 085 სკოლა, 67 000 მასწავლებელი და დიდია რისკი, რომ შენს შვილს არ გაუმართლოს და არ შეხვდეს გარემონტებული საკლასო ოთახი, პროფესიონალი მასწავლებლების გუნდი და ვერ მიიღოს ის შედეგი, რასაც სკოლიდან ელით. ამ მიზეზების გამო სულ უფრო იზრდება მოთხოვნა კერძო სკოლებზე. წელს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა კერძო სკოლებში – 60 000 მოსწავლე. მაშინ როცა 2012 წელს სწავლობდა სულ 12 000 მოსწავლე. რაც მთავარია ზრდა ყოველწლიურია და დიდი ალბათობით არც მომავალ ათწლეულში უნდა ველოდოთ ტენდენციის ცვლილებას, რადგან საჯარო სკოლა ვერ ეწევა განვითარებით კერძო სექტორს.

მიუხედავად ერთი შეხედვით კერძო სკოლების სრული უპირატესობისა, არ უნდა დაგვავიწყდეს მთელი რიგი საკითხები, რაც კომერციული განათლების არც თუ ისე სახარბიელო მხარეა. პირველ რიგში ის, რომ კერძო სკოლა ბიზნესია. ბიზნესის მიზანი ეკონომიკური სარგებელია. მშობელს კი არამატერიალური მიზნები ამოძრავებსთუ მშობელს

სურს შვილთან ურთიერთობის ხაზი არ დაკარგოს და ბავშვს დაეხმაროს სასკოლო მიზნების მიღწევაში, ერთნაირად უნდა იყოს ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში ჩართული კერძო და საჯარო სკოლის შემთხვევაში.

ვრცლად გადაცემა…

 

 

 

მსგავსი თემები