საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, მსჯავრდებულ ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ სხდომის 2-თვენახევრით გადადებას ეხმიანება და წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის მიზეზად დასახელებული საკითხი – სირცხვილი და ცინიზმია.

“ნიკა გვარამიას საქმის განმხილველ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს-ლავრენტი მაღლაკელიძე (მეგობრებში მყავს), მერაბ ჯორბენაძე, დავით მამისეიშვილი – სირცხვილია ბატონებო, ცინიზმია თქვენი ეს მსჯელობა რაც თქვენს შვებულებებთან და ოქტომბერში სხდომის ჩანიშვნასთან დაკვირვებით მოვისმინეთ!

არ დაგავიწყდეთ რომ ნიკა გვარამიას სახით უკანონო პატიმარი გყავთ ციხეში! ნიკა გვარამიას ქმედებაში არ არის სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა!

როგორც ჩანს, თქვენს მიმართაც არ უნდა გვქონოდა იმაზე მეტი მოლოდინი, რაც ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას მიმართ მოიმოქმედა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებით. რადგან თქვენ ორ თვეზე მეტი ვადით (!) გადადევით უკანონო პატიმრის – ნიკა გვარამიას პროცესი და მშვიდად უყურებთ, რომ ის უკანონოდ გეჯდეთ ციხეში და ამ დროს თქვენ „ისვენებდეთ“, გამოდის თქვენც, სავარაუდოდ, იგივე პოლიტიკური გადაწყვეტილების გამოტანას აპირებთ, რაც ლაშა ჩხიკვაძემ გამოიტანა.

ეს მაფიქრებინებს, რომ თქვენც იგივე პრობლემები გაქვთ დამოუკიდებლობის, კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების თვალსაზრისით, რაც ლაშა ჩხიკვაძეს, რადგან თქვენც ვერ აანალიზებთ რა პრობლემებია ამ საქმეში, რომლებიც აზიანებენ მართლმსაჯულების ინტერესებს! არ მოველოდი რომ ასეთი ცინიზმით დაამთავრებდით დღევანდელ სხდომას. ეს, რაც მოვისმინეთ, შორს არის სამართლიანი მართლმსაჯულებისაგან და მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისგან! თქვენი ცინიკურად მშვიდი, ვითომ „კეთილგანწყობილი“ სიტყვათა ფორმულირებები („ვორდინგი“) არის სწორედ ცინიზმი.

როგორც ჩანს, თქვენც ადვილად დაექვემდებარეთ იმ ჯგუფებს, რომლებმაც ლაშა ჩხიკვაძის მიერ გადაწყვეტილების მიღებაზეც მოახდინეს ასევე ზეგავლენა!

სირცხვილია ბატონებო, როგორ უნდა დაისვენოთ ამ სინდისით?!

Nika Gvaramia ნიკა, მხნეობას გისურვებ!”, – წერს მაია კოპალეიშვილი.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები