შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, პარტია “დროას” წევრი შუშანა მაცაბერიძე დაშავდა.

როგორც პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, დაშავებულს ჯერჯერობით კლინიკაში სტოვებენ. მას მუცლის არეში დარტყმისგან მწვავე ტკივილი აქვს:

“შუშანას ჯერ ტოვებენ კლინიკაში. მუცლის არეში ტკივილი აქვს დარტყმისგან მწვავე. როგორც კი დიაგნოზი იქნება, ცხადია, ვუჩივლებთ “გაუქმებულ” ინსპექტორთან. არ მოგასვენებთ მაინც ცემის პროტესტზე ცემისთვის”, – წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

მანამდე ხოშტარიამ მომხდარის შესახებ ასევე სოციალურ ქსელში დაწერა:

“არასრულწოვანის ცემის გამო პროტესტზე შუშანაც მიაყოლეს, მუცელში დაარტყა პოლიციელმა რამდენიმეჯერ ხელი და სტკივა მუცელი”.

შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტია “დროამ” და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მოძალადე პოლიციელების დასჯა ითხოვენ.

„გუშინ ადამიანი სცემეთ, ახლა კანონს არღვევთ, თავი მაინც დახარეთ“ – ელენე ხოშტარია პოლიციელებს

შსს-სთან მიმდინარე აქციაზე ნატა ფერაძე დააკავეს

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები