შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ამ წუთებში აქცია იმართება, სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე დააკავეს. მან ადგილზე „სტიკერების“ გაკვრა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

„სტიკერებზე“ დაწერილი იყო იმ ადამიანების სახელები, რომლებიც სისტემის მსხვერპლი გახდნენ: საუბარია, დემურ სტურუაზე, ლევან აბზიანიძეზე, ლუკა სირაძეზე, ლექსო ლაშქარავაზე.

სამოქალაქო აქტივისტმა შუშანა მაცაბერიძემ კი განაცხადა, რომ აქციაზე სამართალდამცველები ძალადობენ და აქტივისტებს დაზიანებებს აყენებენ.

ცოტა ხნის წინ კი, უწყებასთან მივიდნენ შშმ პირების მშობლები, რომლებიც მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის მეტროში სამართალდამცველი შშმ მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო-კადრები თვითმხილველმა გადაიღო, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყამს პოლიციელი შშმ პირს.

მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე დღეს 2 პოლიციელი დააკავეს.

„ამბობს, არაფრის გამო დამიჭირა პოლიციამ, მეგობრები გაიქცნენ, მე შემიყვანეს და მცემესო“ – რას ამბობენ ნაცემი შშმ პირის ახლობლები მომხდარზე

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები