შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნაცნობი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში შუახნის კაცი დაჭრეს

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ყვარლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე,  სსკ-ის 19-108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები