დღეს ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილი გაიმართა. წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა, რის შემდეგაც ულამაზესად გაფორმებულ დარბაზში გადაინაცვლეს.

ცეცხლოვანი ცეკვები, სიძე-პატარძლის დუეტი, ულამაზესი შოუ და ნამდვილი ვარსკვლავთცვენა – ცნობილი წყვილის ქორწილს შეიძლება ითქვას, რომ არაფერი აკლდა.

ჯერ იყო და ირაკლი მაქაცარიამ ულამაზეს და გრანდიოზულ საქორწილო კაბაში საცოლის დანახვისას ცრემლები ვერ შეიკავა.

“ჩამიბარებია შენთვის ჩემი ქალიშვილი”: ირაკლიმ ლიზას დანახვაზე ცრემლები ვერ შეიკავა – ვიდეოკადრები ცნობილი წყვილის ქორწილიდან

შემდეგ კი ჯვრისწერაზე დედოფლის ფატამ მიიქცია ყურადღება.

ფოტო, ვიდეო: ლიზა ჩიჩუა ულამაზესი საქორწილო კაბის გრძელი ფატით პოზირებს

დარბაზში გადანაცვლებულ სტუმრებს კი წყვილმა ნამდვილი სანახაობა მოუწყო და ბევრი დასამახსოვრებელი ნომერიც შეასრულა.

ვიდეო: ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას მიერ შესრულებული ულამაზესი ცეკვა – უახლესი კადრები ქორწილიდან

ვიდეო: პატარძლის აცეკვებული დედა გიორგი გილიგაშვილთან ერთად და ნამდვილი ვარსკვლავცვენა ქორწილში – ირაკლიმ და ლიზამ სტუმრებს ცეცხლოვანი შოუ მოწყვეს

ამ სანახაობას კი ოჯახების ახლობლების გარდა, შოუბიზნესის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ: მაქაცარიას თანაწამყვანები, ანრი ჯოხაძე, ნოე სულაბერიძე ჯანეტ ქერდიყოშვილთან ერთად, ნინო კუზანოვა მეუღლესთან ერთად, ასევე, მომღერალი და მსახიობი გიორგი გილიგაშვილი, რომელიც ირაკლი მაქაცარიას მეჯვარეა, მომღერალი ანდრია გველესიანი მეუღლესთან ერთად, სალომე ბაკურაძე, პავლე მგელაძე, ჯულიანა ბარ-გნარი, ოთო ფოლადაშვილი, გვანცა დარასელია და სხვები.

ქორწილში მიწვეულ პოლიტიკოსებს შორის კი იყვნენ, კახა კუჭავა, გიორგი კახიანი და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი  ვიქტორ ყიფიანიც კი.

 

 

 

ბელა თაბუაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები