ქვეყანაში კილოგრამი ტარხუნის ფასი, შესაძლოა, 300 – 400 ლარამდე გახდეს. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ მწვანილის მწარმოებელი, კომპანია „ქვიტირის“ დამფუძნებელმა გოდერძი შავგულიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ტარხუნა ადგილობრივ ბაზარზე იშვიათად იწარმოება, რადგან საკმაოდ რთული მოსაყვანია და ძირითადად, სომხეთიდან შემოდის. „ტარხუნა კიდევ გაძვირდება. რეგიონში დეფიციტია, საკმაოდ რთული მოსაყვანი მწვანილეულია და სეზონურად ამიტომაც ძვირდება. ზამთარში შეიძლება კილოგრამის ფასი 400 ლარამდე ავიდეს, მსგავსი შემთხვევები წინა წლებშიც იყო,“ – აცხადებს შავგულიძე.

ცნობისთვის, ამჟამად, ბაზარზე 1 კილოგრამი ტარხუნის ფასი 60 ლარია.

აღსანიშნავია, რომ მწვანილის მწარმოებელი, კომპანია „ქვიტირი“ წყალტუბოში მდებარეობს. კომპანიას ამ დროისთვის ტარხუნა არ მოჰყავს, თუმცა, პროდუქტს მოსახლეობისგან იბარებს და ექსპორტზე გააქვს.

მსგავსი თემები