ანასტასია შატალოვას მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები აცხადებენ, რომ როგორც დაკავების დროს, ასევე განყოფილებში მიყვანის შემდეგ, მათზე სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს.

ბრალდებულების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ერთ-ერთი ბრალდებულის, ბექა ლატარიას თქმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მის მეუღლესაც:

“შემოვარდნენ. ჩემს მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ოთახში შეაგდეს. მე მცემდნენ, ჩემს მეუღლესაც ცემდნენ – საბურთალოზე იყავიო”, – თქვა მან.

ფიზიკური ძალადობის შესახებ ისაუბრა მეორე ბრალდებულმა ბიძინია ხასიამაც და განაცხადა, რომ მას სცემდნენ და აიძულებდნენ ეთქვა, რომ ვიღაცას ესროლა ან თავად მან ან ბექა ლატარიამ. მისივე თქმით, სცემდნენ როგორც დაკავების დროს, ასევე პოლიციაში მიყვანის შემდეგაც.

როგორც საქმის პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულების ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიება დაწყებულია.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 3 პირის – ბექა ლატარიას, ბიძინა ხასიას და ლევან რაჯავის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვენ.

ვრცლად თემაზე:

შატალოვა 5 ივნისს გამოკითხვის ოქმში მიუთითებდა, რომ მის მიმართ ქილერის დაქირავების მუქარა იყო – ადვოკატი

მედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმიდან ამოღებული ფოტომასალა ვრცელდება

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო საპროცესო მოქმედება ხორციელდება, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მიეცნენ

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს ბრალი წარედგინა

მოსკოვმა ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს სამართლებრივი თანამშრომლობა სთხოვა

შატალოვას ადვოკატი: შარშანწინ იყო ეს დავა, ბავშვი წამოიყვანა და შემდგომ კეთილსინდისიერად დააბრუნა. მორიგდნენ, შერიგდნენ და გააგრძელეს თანაცხოვრება

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი: მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს

ანასტასია შატალოვას დედა: ჩემს შვილს კონფლიქტი ზურაბ ბერიძის გარდა, არავისთან ჰქონია – სურვილი გვაქვს, რომ ანასტასიას შვილი ჩვენთან გაიზარდოს

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები