შალვა ხაჭაპურიძის სააკაშვილის ადვოკატად აყვანას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს: იქნებ „ქართულ ოცნებასთან“ რამენაირად ურთიერთობა დაალაგოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„შალვა ხაჭაპურიძე ძლიერი იურისტია, ოღონდ ამ წუთში მისი ძლიერი მხარე არის „ქართულ ოცნებასთან“ დალაგება. მიხეილ სააკაშვილს ამის უფლება აქვს, მან სიცოცხლე უნდა გადაირჩინოს, ოღონდ მე ვეუბნები ხალხს – ასეთი კაცი არ არის ლიდერი, თუ ასეთი კაცი კონკრეტულ სიტუაციაში სამშობლოსთვის თავგანწირვასა და საკუთარ პერსონას შორის თავის თავზე აკეთებს აქცენტს, ის ჩემთვის ლიდერი ვერ იქნება,“ – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისივე თქმით, მას არ სჯერა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას პოლიტიკიდან წასვლის პირობის გამო მისცემენ.

„რატომ ვუსმენთ ადვოკატებს? პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს რომ მოვუსმინოთ არ შეიძლება? უკრაინაში ომის დაწყებამდე 2 თუ 3 თვით ადრე სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ თუ გამიშვებთ, მე პოლიტიკურ აქტივობას შევწყვეტ და ჩემი პარტიაც კი შეწყვეტსო. ანუ რა თქვა სააკაშვილმა? თუ მე გამიშვებთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აქტივობას მეც და ჩემი პარტიაც შევწყვეტთო. ანუ, მთავარია მე გადავრჩე, თორემ ბიძინა იყოს საქართველოშიო. ამას დათანხმდა. საკუთარი პარტია კი არა ქვეყნის გაწირვას აპირებს ბიძინა ივანიშვილის სამკვიდროდ. თუ გაუშვებენ ბიძინა დარჩესო“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

 

მსგავსი თემები