„იმედის დღესთან“ ცნობილი პედაგოგი შალვა ამონაშვილი საუბრობს და ამბობს, რომ ბავშვს ძილის წინ კარგი რამ უნდა გავატანოთ:

„თუ ბავშვს ემუქრები, წადი ახლა, დაძინების დროა, წადი, ახლა დახუჭე თვალებიო, სული ფორიაქდება. ჩემი რწმენა ასეთია – სხეული იძინებს, სული არასდროს იძინებს, სულს უყვარს, უხარია, სძულს, არ უნდა, უნდა – ცუდი ზღაპრები თუ უამბეთ, ესეც მიაქვს თან, 3-5 წლის ბავშვი ასეთ ზღაპრებს ვერ გაუძლებს, რაღაც კეთილი უნდა გავატანოთ – იავნანა, ბებიის ლოცვები… შეიძლება, ძალიან წყნარი, კარგი მუსიკა ჩავურთოთ, ყურს რომ ესმის და არც ესმის…“

ფორტუნა ავტორი
ავტორი

მსგავსი თემები