ლეგენდარული სატელევიზიო სერიალის, „მთვარის შუქი“ ვარსკვლავი, სიბილ შეპარდი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. ეს არის პირველი შემთხვევა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, როდესაც პაპარაცებმა ცნობილი მსახიობის გადაღება შეძლეს. სიბილი მედიასთან პრაქტიკულად არ ჩნდება და ძალიან დახურული ცხოვრების წესს ირჩევს. მსახიობი ლოს-ანჯელესში მაშინ გადაიღეს, როდესაც ის სახლის მახლობლად ძაღლებს ასეირნებდა.

სიბილ შეპარდი განსაკუთრებულად პოპულარული გახდა ცნობილი სერიალით „მთვარის შუქი“, სადაც მისი პარტნიორი ბრიუს უილისი იყო. სერიალმა მას „ოქროს გლობუსის

“ სამი ნომინაცია მოუტანა. ამ დრომდე შეპარდი კინოებსა და სერიალებში გადაღებას განაგრძობს, მაგრამ არა იმ აქტივობით, როგორც ეს იყო 80-იან წლებში.

ნატალია ხარაშვილი
ავტორი