სერიალ „მეგობრების“ ბოლო სერია ეკრანებზე 2004 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ გულშემატკივრები უიმედოდ ელოდებიან ინფორმაციას სერიალის შესაძლო გაგრძელებაზე. ეს ინფორმაცია მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა, მაგრამ დასტური ჯერ არა არის. სერიალის მსახიობები კი უახლოესი მეგობრები არიან და ერთად ხშირად იკრიბებიან.

გუშინ 55 წლის ქორთნი კოკსმა, რომელიც სერიალში მთავარ როლს ასრულებს, ემოციური ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე, რომელიც 16 წლის წინაა გადაღებული, ლიზა კუდროუ, მეთიუ პერი, ჯენიფერ ენისტონი, დევიდ შვიმერი და მეთ ლებლანი პოზირებენ. ფოტო ბოლო სერიის გადაღებების დაწყებამდე, სადილის დროსაა გადაღებული.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05