თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ, გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოტანილი პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების გადაწყვეტილება.

პენიტენციურმა სამსახურმა ინსპექტორის წინააღმდეგ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ინსპექტორმა მიხეილ საააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვების და გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა და უწყება, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, კანონდამრღვევად ცნო.

ეს გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომაც გაასაჩივრა და სასამართლომ ამ შემთხვევაშიც გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

7 დეკემბერს გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები