სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის ნგრევის შეჩერებაზე. ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ავრცელებს.

“სასამართლომ არ დაგვიკმაყოფილა მოთხოვნა 8 წლის გიგის სახლის ნგრევის შეჩერებაზე. სასამართლოს დასაბუთება არის ძალიან სევდიანი და ტექნიკური, როდესაც სასწორზე დევს ბავშვის უსაფრთხოება და მისი სახლის გადარჩენა. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ბავშვს ვუთხარით სასამართლო მას მთელი გულით და ყურადღებით მოუსმენდა. სასამართლოს უარს გავასაჩივრებთ. ბავშვმა სამართლიანობის არსებობის იმედი არ უნდა დაკარგოს.
დღეს რეალურ სივრცეში 7-ზე მოგიყვებით სასამართლოს განჩინებაზე. რეალური სივრცე
ხვალ ვიქნებით დილიდან გიგისთან, რომ მისი სახლი არ დაანგრიონ. იქ სხვა ბავშვიანი ქალებიც გველიან რომ დავეხმაროთ სახლის გადარჩენაში. ყველას დავეხმარებით სამართლებრივი გზით, როგორც შეგვიძლია,”-წერს ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები