ყვავილების მაღაზია „ფლორალი“ ქართულ ბაზარზე ყვავილების აპარატების დამკვიდრებას გეგმავს. საქმე ისაა, რომ კომპანიამ ყვავილების პირველი აპარატი ჩაჩავას კლინიკაში განათავსა. რაც შეეხება „ფლორალის“ მაღაზიას, ის ვაჟა-ფშაველას 78 ნომერში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ უკვე 20 წელზე მეტია, რაც „ფლორალი“ საქართველოში საქმიანობს და ყვავილების შეძენის მსურველებს კომფორტულ მომსახურებას უწევს. „ფლორალში“ შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული ყვავილების შეძენა.

“ფლორალში” სამომავლო გეგმებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში, კომპანიას მიზნად დასახული აქვს ყვავილების აპარატების დამკვიდრება და განვითარება ქართულ ბაზარზე. „თაიგულის შეძენას ჩაჩავას კლინიკის გარდა, მალე სხვა ლოკაციებზეც შეძლებს თაიგულის შეძენის მსურველი. აპარატის მეშვეობით ის უფრო გამარტივებულ და კომფორტულ მომსახურებას მიიღებს“, – აცხადებენ „ფლორალში“.

მათივე ინფორმაციით, ყვავილების აპარატი საქართველოს ბაზარზე სიახლეა, ინოვაციაა, რომელსაც ანალოგი არ აქვს. აპარატი მუშაობს 24/7 ზე: დღე-ღამის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ეწვიოს ჩაჩავას კლინიკას და შეთავაზებული თაიგულებიდან ერთ-ერთი, ან რამდენიმე შეიძინოს.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები