Wizz Air, Turkish Airlines და FlyArystan – Welcome to Georgia-ს რიგით მეშვიდე დაჯილდოებაზე წლის ავიაკომპანიები გამოვლინდნენ. Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე წლის ავიაკომპანიები საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ გამოავლინა.

ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა:

🔹 2021 წლის ავიაკომპანია ყველაზე მეტი მიმართულებით – Wizz Air,

ამ ეტაპისთვის ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისა და ახლა უკვე ახლო აღმოსავლეთის 19 მიმართულებით ასრულებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს. Wizz Air Abu Dhabi არის ვიზეარის მიერ ევროპის გარეთ შექმნილი ავიაკომპანია, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქიდან, აბუდაბიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ახლა უკვე ქუთაისის მიმართულებით ასრულებს კვირაში ორი სიხშირით პირდაპირ რეისებს.

🔹 2021 წლის ავიაკომპანია ყველაზე მეტი გადაყვანილი მგზავრით – „თურქეთის ავიახაზები“. 2021 წლის 11 თვის მონაცმებით, ავიაკომპანიას გადაყვანილი ჰყავს ჯამში 247,931 მგზავრი. Turkish Airlines წლებია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ასრულებს ფრენებს.

🔹 მესამე ნომინაციაში, 2021 წელს საქართველოს ბაზარზე შემოსული ახალი ავიაკომპანია, რომელმაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა FlyArystan-მა გაიმარჯვა. 11 თვის ჭრილში ავიაკომპანიას გადაყვანილი ჰყავს 61,864 მგზავრი; Fly Arystan – სრულიად ახალი ავიაკომპანიაა საქართველოს ბაზრისთვის.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები