მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი – მარტი) საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 364 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 126 ადამიანი უკრაინის, ხოლო 21 – რუსეთის მოქალაქეა. ამავე პერიოდში, თავშესაფრის მაძიებელთაგან 52 პირი არის თურქეთის მოქალაქე, ირანის – 31, ავღანეთის – 17, ეგვიპტის – 16.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წლის პირველ სამ თვეში განსაკუთრებულად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რუსეთიდან და უკრაინიდან. კერძოდ, გასული 2021 წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უკრაინის მხოლოდ 3, ხოლო რუსეთის 54 მოქალაქე იყო რეგისტრირებული.

ამავე პერიოდში, საქართველოდან უცხო ქვეყნის სულ 40 მოქალაქე გააძევეს, საიდანაც 4 რუსეთის მოქალაქეა. გაძევებულთა შორის არიან თურქეთის, ირანის, ინდოეთის და ეგვიპტის მოქალაქეებიც.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები