საქართველოში პლატფორმა შეიქმნება, რომელიც ასაკოვან ადამიანებს სასურველი სამსახურის პოვნაში დაეხმარება, – საკითხზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახალი ქართული კომპანია Awork-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი რაზმაძემ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ Awork 1 თვეა, რაც ქართულ გამოჩნდა. ვებპლატფორმა სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, ბიზნესპროფილის მეშვეობით ციფრულად მართონ HR პროცესები, ხოლო მომხმარებლები მარტივად აღმოაჩენენ ვაკანსიებს და პლატფორმიდან გაუსვლელად აგზავნიან აპლიკაციას.

„რა თქმა უნდა, ამ 1 თვის განმავლობაში, ჩვენ უკვე დაგვიგროვდა გარკვეული სტატისტიკა. ამის ანალიზს ყოველდღიურად ვაკეთებთ. ასევე მჭიდრო კავშირი გვაქვს უშუალოდ მომხმარებლებთან და ყოველდღიურად, ათეულობით მომხმარებელთან გვაქვს ზარი, რომ მივიღოთ უკუკავშირი როგორც პროდუქტზე, ისე მათ გამოცდილებასა თუ საჭიროებებზე და გავუწიოთ კონსულტაცია თუნდაც პროფილის შევსებაში, ან CV-ის შექმნასა და შემდგომ, სწორ ვაკანსიებზე აპლიკაციების გაგზავნაში. ძირითადად, ჩვენი მომხმარებლები მაინც ახალგაზრდები არიან 20-დან 27 წლამდე. არიან, ასევე უფრო დაბალი ასაკის მქონე ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტებში არიან და დროებით სამუშაოს ნახევარ განაკვეთზე ეძებენ. თუმცა, ჩვენ დავინახეთ ასევე განვითარების შესაძლებლობა ერთ-ერთი მიმართულებით – შედარებით ასაკოვანი ხალხი, რომლებიც არიან საპენსიო ასაკში, ისინი ასევე გამოთქვამენ მზაობას რომ რაღაც მიმართულებით დასაქმდნენ. ჩვენი გუნდი ახლა მუშაობს ამ მიმართულებით, თუ როგორ შეგვიძლია დავანახოთ კომპანიებს ერთის მხრივ ამ მხარეს განვითარების შესაძლებლობა და მეორეს მხრივ, ჩვენი პლატფორმა გახდეს ხიდი, რომ შედარებით ასაკოვანმა ხალხმაც შეძლოს სასურველი სამსახურის მოძიება“, – დასძინა გიორგი რაზმაძე „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას.

ქართულ ბაზარზე ახალი ვებპლატფორმა – Awork გამოჩნდა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები