საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 2-ით გაიზარდა და 928 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამავე გვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა. დღეის მონაცემებით ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 794-მა პაციენტმა დაამარცხა.

კარანტინის რეჟიმშია 2 809 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 229 პირი.

ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05