პანდემიის არსებობიდან გამომდინარე, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში უამრავ კომპანიას მოუხდა საკუთარი საქმიანობის მორგება არსებულ რეალობასთან, დამატებით ახალი პროდუქციის, ან სერვისი შექმნა, რომელიც სწორედ covid-19-ს უკავშირდება.

გამონაკლისი არც  ფერადი, მხიარული და ორიგინალური წინდების მწარმოებელი კომპანიაალტერსოქსია“, რომელმაც წარმოებაში კორონავირუსთან დაკავშირებული წინდები ჩაუშვა.

„უკვე ბევრმა მოგვწერა, რომ თავიანთ კოვიდინფიცირებულ მეგობრებს ამ წინდებს ჩუქნიან“, – წერენ სოციალურ ქსელში ”ალტერსოქსის“ დამფუძნებლები.

როგორც ჩანს, მათმა ახალმა მიგნებამ საზოგადოება ძალიან გაახალისა და კორონავირუსის თემატიკაზე შექმნილი წინდები ჩვენს ქვეყნაში საკმაოდ მოთხოვნადი გახდა.

ცნობისთვის, „ალტერსოქსი” 2016 წლის მარტის ბოლოს დაარსდა. კომპანია დააფუძნეს მეუღლეებმა: ნინა მენთეშაშვილმა და რეზი ბესელაშვილმა. „ალტერსოქსი” აწარმოებს ფერად, მხიარულ და ორიგინალურ წინდებს, როგორც ქართული თემატიკით, ასევე გამოყენებული აქვს მსოფლიო მხატვრობა, ტრენდული თემატიკა და ა.შ. ამჟამად ”ალტერსოქსის” ბრენდის ქვეშ 80-ზე მეტი სახეობის წინდა და გეტრი იწარმოება. ბრენდის პროდუქცია იყიდება თბილისში მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, (თბილისი მოლი, პიქსელი, სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი და ისთ ფოინთი) ასევე ქუთაისსა და ბათუმში.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები