ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების იდეით მე ვერ გამოვალ. მე მინდა ვნახო პოლიტიკური პარტიების მზადყოფნა დეპოლარიზაციისთვის საჭირო ზომების მისაღებად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

„საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. იყო დარღვევები, მაგრამ საერთო ჯამში საერთაშორისო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ ადგილი ჰქონდა დემოკრატიულ პროცესს. ამიტომ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების იდეით მე ვერ გამოვალ. მე მინდა ვნახო პოლიტიკური პარტიების მზადყოფნა დეპოლარიზაციისთვის საჭირო ზომების მისაღებად“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ბელა თაბუაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები