საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჟიურის წევრთა საბოლოო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დამოუკიდებელი აუდიტის BDO საქართველოს მეთვალყურეობის ქვეშ 2019 წლის ფინალისტები დასახელდნენ. ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს.

გამარჯვებულები კი 2019 წლის, 6 დეკემბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან. 26 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტი წარმომადგენლიდან დასახელდება ის, ვინც დამსახურებულად მოირგებს წოდებას- „საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში“. ასევე, იქნებიან გამარჯვებულები 2019 წლის ახალ კატეგორიებშიც:

„საუკეთესო ავიაკომპანია“, „საუკეთესო ტრადიციული რეწვა“, „საუკეთესო ნიშური ტურიზმი“, „საუკეთესო სოფლის ტურიზმი“, „საუკეთესო მცირე მეღვინეობა“. წელს პირველად დასახელდება კომპანია სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილ ნომინაციაში-  „H2O Water Saving Award” . ასევე დაწესდება სპეციალური პრიზი – Khetsuriani Trophy.

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება – ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. “ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში, და წარმოადგენს ერთგვარ „ოსკარს“ ინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად. წლევანდელი ივენთი საიუბილეოა პროექტისთვის და მისი ფორმატი საკმაოდ განსხვავდება წინა წლებისგან. საზეიმო ღონისძება 2019 წლის, 6 დეკემბერს სასტუმრო “Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace”-ში გაიმართება.  მას დაესწრება 700-მდე სტუმარი. მათ შორის,  საუკეთესო სასტუმროების, რესტორნების, ღვინის ქარხნების, მაღალი რანგის წარმომადგენლები. ბაზრის წამყვანი დეველოპერები, ქვეყნის ძირითადი საწარმოები, მთავრობის, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, სასტუმროს ოპერატორები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და მედია”, – აცხადებენ “საქართველოს ბანკში”.

 

 

 

მსგავსი თემები