ბოლო 1 წელში, ქვეყანაში არსებობა თითქმის 40 ლარით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აგვისტოს თვის საარსებო მინიმუმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ თვეს, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 221.1 ლარი იყო. ივლისთან მიმართებით საარსებო მინიმუმის ოდენობა 2.8 ლარით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში – 38.8 ლარით, რაც ზრდის რეკორდულად მაღალი ტემპია.

საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი კი აგვისტოს თვეში 195.8 ლარით განისაზღვრა.

საარსებო მინიმუმის ზრდა მაღალ ინფლაციასთან არის დაკავშირებული. შეგახსენებთ, აგვისტოში წლიური ინფლაციის 10 წლიანი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 12.8%-ს მიაღწია.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები