იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, დღეს “ლელოს” ოფისში საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმებზე იმსჯელეს.

ხვალ, 10 მაისს ოპოზიციური პარტიებსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის კაჭრეთში ორდღიანი შეხვედრა დაიწყება, რომელსაც ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაესწრებიან.

როგორც “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, ხვალინდელ შეხვედრაზე კონკრეტულ ინოვაციურ სიახლეებს წარუდგენს.

“ხვალ ISFED- ის ორგანიზებით გვექნება გასვლითი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ამერიკისა და ევროპის მხარეც. იქ იქნებიან “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც. ჩვენ ამ შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც ერთი მხრივ იქნება იაფი, რომ დაინერგოს არჩევნების გაყალბების პრევენციისთვის, მეორე მხრივ დასანერგად იქნება მარტივი, მესამე მხრივ ოქტომბრამდე ამის დანერგვა შესაძლებელი იქნება. ადმინისტრაციაზე ძალიან კონკრეტულად ვართ შეთანხმებული, რომ 8 წევრი უნდა ჰყავდეს ოპოზიციას”. – ამბობს ვაშაძე.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები