თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ წელს საახალწლოდ დედაქალაქისთვის ახალი ნაძვის ხის შეძენა არ იგეგმება.

„წელს თბილისში მასშტაბური ღონისძიებები გვექნება. ძალიან ლამაზი იქნება ქალაქი საახალწლოდ. რაც შეეხება ნაძვის ხეს, დიზაინერები გადაწყვეტენ როგორ მოირთვება. უშუალოდ ღონისძიებებზე – ქალაქის განათება, ნაძვის ხის ანთება, საახალწლო სოფლის გახსნა, კონცერტები – მოგვიანებით მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, – თქვა თბილისის მერმა.

რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს საახალწლოდ ქალაქის გაფორმებაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

სოფიო ბერიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები