მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ სააკაშვილს 14 დაავადება აქვს და აქედან 7-ის სამკურნალოდ  გაიდლაინი არ არსებობს.

“მიხეილ სააკაშვილის დაავადებებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ მკურნალობს. სააკაშვილს აქვს 14 დაავადება, ვუგზავნი ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების სამინისტროს, მომაწოდონ გაიდლაინები ამ დაავადებების სამკურნალოდ. პასუხი მომივიდა, ამ დაავადებებიდან 7 დაავადებაზე საქართველოში გაიდლაინი არ არსებობს. როგორ მკურნალობენ ამ კაცს, თუ გაიდლაინი არ გაგაჩნია რითი მკურნალობ? ანუ ნახეთ, როგორ მკურნალობენ სააკაშვილს, სიცხე აქვს მიეცით სიცხის დამწევი, თავი სტკივა – მიეცი თავის ტკივილის წამალი, სიმპტომურად მკურნალობენ, ოფიციალური დოკუმენტები მაქვს. ბევრ რაღაცებზე ბევრი პასუხები მისაღები მაქვს, ახლა არის პერიოდი, როდესა ც არ უნდა ვიხმაურო, ჩუმად ვ იყო და ჩემი საქმე გავაკეთო. მაგრამ სასამართლო პროცესზე ბევრი რამ გახდება ცხადი, წარმოუდგენელ რაღაცებს მოისმენს საზოგადოება პროცესზე. ან არის მეორე ვარიანტი, მშვიდობიანად გაუშვან ეს ადამიანი”, – ამბობს სააკაშვილის უფლებადამცველი.

 

ბელა თაბუაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები