„მსოფლიო გვიყურებს, სააკაშვილი მოგვწონს თუ არა, ქვეყნის სიმბოლოა, როგორც დროშა და ჰიმნი — სასწორზე რა უნდა დაიდოს დღეს, ქვეყნის პრესტიჟი თუ ერთი კაცის მიმართ შურისძიება და რევანში?! დადგა დრო, რომ მოვეგოთ გონს,“,-ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭრ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ განაცხადა.

“მიხეილ სააკაშვილის მიმართ პრეტენზიები მე ნამდვილად მქონდა და დღესაც მაქვს შეკითხვა, მაგარმა დღეს ამის დროა?! ქვეყანა დაქცევის პირას დგას, მსოფლიო გვიყურებს, რას გავაკეთებთ პრეზიდენტის, როგორც სიმბოლოს მიმართ. ის როგორც არ უნდა მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, ის ქვეყნის სიმბოლოა, როგორც დროშა და ჰიმნი. ერთი პრეზიდენტი უკვე მოვკალით. თავად სააკაშვილმა რაც გააკეთა შევარდნაძის მიმართ, ეს ნამდვილად სამაგალითოა. რა მის მიმართ არ იყო პრეტენზიები და ცოდვები არ ჰქონდა?! ის გაუშვა ისე, როგორც ეკადრებოდა ცივილურ და მოაზროვნე სახელმწიფოს, დაცვაც კი დაუყენა. დღეს უნდა მოვკლათ სააკაშვილი, ბედნიერები იქნებით ამით?!” – განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ.

მსგავსი თემები