საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ეხმიანება ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი უნდა შეიქმნას.

ღუდუშაურის თქმით, ასეთი საინიციატივო ჯგუფი პრაქტიკულად უკვე შექმნილია თაკო ჩარკვიანისა და მისი პარტიის წევრების მიერ:

“როგორც ჩანს, სააკაშვილი ვერ აცნობიერებს იმ რეალობას, რაც საქართველოშია. აქედან გამომდინარე, სრულიად სამარცხვინოა, რომ ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს მსჯავრდებას, რომელიც მას მძიმე დანაშაულებისთვის აქვს. დედამიწის ზურგზე არ არსებობს ასეთი პრეცედენტი, რაც მან მოიფიქრა, თუ შესთავაზა თავის წარმომადგენლობას.

ასეთი საინიციატივო ჯგუფი პრაქტიკულად უკვე შექმნილი არის: თაკო ჩარკვიანი, თავიანთი პარტიის წევრები. ასეთ შემთხვევაში მას  ახალი არაფერი უთქვამს. აქედან გამომდინარე, სჯობს, ნორმალურ დღის წესრიგს დაუბრუნდნენ, გააცნობერონ ის რეალობა, რაც არის და თვალი გაუსწორონ იმ სიმართლეს, რომლის შედეგადაც სააკაშვილი მსჯავრის ქვეშ არის.” – განაცხადა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მისი მორიგი მიმართვა გამოქვეყნდა.

სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში მისი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი შეიქმნება. ყოფილი პრეზიდენტი ასევე საზოგადოებას სთხოვს, 29 ნოემბერს ჩანიშნულ მის მორიგ სასამართლო პროცესზე საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბონ.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები