„არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან პროვოკაციები იგეგმება“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა,, მიხეილ სააკაშვილმაღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, დაგეგმილია, რომ ეს პროვოკაცია ოპოზიციურ ჯგუფებს დაჰბრალდეს და შემდეგ, რუსეთის მთავრობამ საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება მოსთხოვოს.

„დღეს მინდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურებიდან და მათ შორის ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან არის ინფორმაცია, რომ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ ხედავთ, მუდმივად არის ლაპარაკი, რომ საქართველოში არის „ომის პარტია“.

იცით, მე მეზიზღება ომი და ჩემი ყველაზე კოშმარული სიზმარი არის, რომ ვარ პეკინზე, ჩემს სახლში, ბომბავენ ჩემს მეზობლებს, ჩემს ეზოს და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ომმა ეს ტრავმა დამიტოვა. მინდა იცოდეთ, რომ ომი მსოფლიოში ყველაზე მეტად მეზიზღება. დარწმუნებული ვარ, ომი ყველა ნორმალურ ადამიანს ეზიზღება. თუ თქვენ დააკვირდით, ომზე არ საუბრობს არავინ, გარდა მთავრობის ჯგუფისა. ჩვენგან სიტყვა „ომი“ არასდროს ყოფილა. ეს სერიოზულად დაფიქრების წყაროა.

ახლა რას აპირებენ, საუბარია იმ გეგმაზე, რომლის თანახმადაც, იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რაც დაჰბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, გაანეიტრალოს ოპოზიციის საქმიანობა. უკრაინის ნეიტრალიტეტი სულ სხვა რამეს ნიშნავს, ეს არის მაგრად შეიარაღებული უკრაინა და უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენი ნეიტრალიტეტი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, ყველა სიტყვა აწონ-დაწონონ.

„მინდა ყველა ჩემს კოლეგა პოლიტიკოსს მოვუწოდო, მე ვზომავ ყველა ჩემს სიტყვას და თქვენც აწონ-დაწონეთ. ახლა მათ უნდათ, რომ ჩვენ პროვოკაციაზე წამოგვაგონ. ამზადებენ პროვოკაციას და არ უნდა წამოვეგოთ“,– განაცხადა სააკაშვილმა.

მე მასამართლებენ, რატომ გადმოვკვეთე საზღვარი – სალომე ზურაბიშვილს ედავებიან, რატომ გადაკვეთა. ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ: მიხეილ სააკაშვილი 

სააკაშვილი: მე ვეუბნები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სრულიად უსაფრთხოდ გაგატარებთ გზას და ჩაგიყვანთ უკრაინაში, ოღონდ მოინდომეთ

 

კატეგორიები: ახალი ამბები
სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები