ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, გაეროს ასამბლეა გმობს.

შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ რუსეთს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს იწყებს, ომს, რომელსაც გენერალური ასამბლეა გმობს, ასეთი წევრის საბჭოში წევრობის შეჩერება, ჩემი აზრით, ეს უნდა ხდებოდეს ავტომატურად”, – განაცხადა მიშელმა.

მსგავსი თემები