რუსეთმა ჩრდილოეთის დონეცკის მდინარეზე პეჩენეგის კაშხალზე იერიში მიიტანა, მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტებით ან მსგავსი იარაღით. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

ბრიტანეთის სადაზვერვო მიმოხილვაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთის ძალები შესაძლოა მიზანში იღებდნენ კაშხლის კარიბჭეებს, რათა დაიტბოროს უკრაინის არმიის გადასასვლელი პუნქტები. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის იერიშებს, სავარაუდოდ, არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი შეფერხება უკრაინის სამხედრო ოპერაციებში, დაზიანებულ კაშხლებსა და საომარ ზონებს შორის დისტანციის გამო.

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები