ჩვენს ირგვლივ უამრავი წარმატებული ადამიანია, რომლებსაც ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი შესანიშნავად აქვთ, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. ადამიანებმა, რომლებმაც ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიეს, სტრესის დამარცხება ისწავლეს.

როგორ უმკლავდებიან ყველაზე ცნობილი ადამიანები სტრესს:

დაუთმეთ დრო მედიტაციას

სტივ ჯობსი თვლის, რომ სტრესთან გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი მედიტაციაა. “მედიტაცება საშუალებას გვაძლევს მოვდუნდეთ და ფიქრებისგან გავთავისუფლდეთ”,- ამბობს ამერიკელი ბიზნესმენი.

მოაწესრიგეთ საქმიანობა

Twitter –ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯეკ დორსი ფიქრობს, რომ სტრესი სათავეს არასასიამოვნო მოულოდნელობებისგან იღებს.”დაგეგმეთ სამუშაო დღე და ეცადეთ გეგმას მიჰყვეთ”-ამბობს ჯეკ დორსი.

გამოყავით კვირაში ერთი დღე დასვენებისთვის

დაკავდით კვირაში ერთ დღეს არაფრით,- გვირჩევს ოფრა უინფრი. ასეთ დღეებში ცნობილი ტელეწამყვანის საყვარელი საქმიანობა კითხვა, ცხელი აბაზანა ან სეირნობაა.

გიყვარდეთ საქმე, რომელსაც აკეთებთ

Google –ის ერთ ერთ დამფუძნებელი, სერგეი ბრინი გვირჩევს გვიყვარდეს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ და ეს დაგვეხმარება სტრესის მოხსნაში. სერგეი ბრინი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში სტრესის მიზეზი არის ის, რომ ადამიანს არ უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს.

არ დააიგნოროთ პრობლემები

იყავით წინდახედულები,- გვირჩევს Amazon –ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი. ის თვლის, რომ სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება წინდახედულებაა.