ფსიქოკონსულტანტი, ქოუჩი ილია ნიკაჭაძე მოქალაქეებს უზიარებს რჩევას თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი ტოქსიკურ „დრამა ქვინს“.

„ტოქსიკური 4-იანი განწყობის ადამიანია. ის გაიძულებს იარო ფეხისწვერებზე. მას თითქმის ყველაფერი სწყინს.

ყველაფერი ეხება და ყოველივე ამის მიზეზად შენ გასახელებს – შენ მე ხასიათი გამიფუჭე, შენ მე ცხოვრება შემაძულე, შენ მე სიცოცხლის ხალისი დამაკარგინე

ის პრობლემურ, პატარა ბავშვად გადაიქცევა ხოლმე და მასზე მოვლის პასუხისმგებლობას შენ გკიდებს. დანაშაულის განცდის დიდოსტატია.

რომ გაგრძნობინოს საკუთარი ტკივილი და გაიძულოს იზრუნო მასზე.

როგორ მოვიქცეთ?

არ უნდა წავახალისოთ მისი დრამები. მაგალითად, წახალისება არის როდესაც ცუდად არის ჩვენ მეტ ყურადღებას ვაქცევთ, როდესაც კარგად არის ნაკლებს – არა

აუცილებელია არის, რომ ჩვენი მის მიმართ ყურადღება არის თანაბარზომიერი

აუცილებელია, რომ მან იგრძნოს, რომ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი თავად არის და მხოლოდ თავად შეუძლია მიხედოს და იზრუნოს საკუთარ თავზე”, – ამბობს ილია ნიკაჭაძე.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები